ფურშეტი ბათუმში მართლა გემრიელია

პროფესიონალური ქეითერინგ მომსახურება ნებისმიერი ღონისძიებისთვის - სასტუმრო „ჩაოს“ მრავალწლიანი მასპინძლობის ტრადიცია ახლა უკვე თქვენ მიერ არჩეულ ლოკაციაზე.

საქორწილო ფურშეტი და მაგიდის დეკორი ბათუმში ჩაო ქეითერინგისგან
ყავის შესვენება, კანაპეები და დესერტები ჩაო ქეითერინგისგან.
ჩაო ქეითერინგის ინდივიდუალური ბენტო ლანჩ ბოქსი საქმიანი შეხვედრებისთვის.
2008წლიდან ვმასპინძლობთ ბათუმში
1000+ჩატარებული ღონისძიება
180+კომპანიის ნდობა
24სთშეთავაზების მომზადება
მომსახურება

აირჩიეთ ფორმატი

ფურშეტიდან ინდივიდუალურ ლანჩ ბოქსამდე: მენიუს, მიწოდებასა და გაშლას ჩვენ ვგეგმავთ — თქვენ კი სტუმრებზე ზრუნავთ.

როგორ ვმუშაობთ

მოთხოვნიდან სუფრამდე — ოთხი ნაბიჯი

  1. 01

    მოგვწერეთ

    გაგვიზიარეთ თარიღი, ლოკაცია, სტუმრების რაოდენობა და სასურველი ფორმატი — ფორმით, ტელეფონით ან WhatsApp-ით.

  2. 02

    მიიღეთ შეთავაზება

    24 საათის განმავლობაში მოგიმზადებთ თქვენს საჭიროებებსა და ბიუჯეტზე მორგებულ მენიუს.

  3. 03

    დავაზუსტოთ დეტალები

    ერთად შევარჩევთ კერძებს, მომსახურების დონესა და სუფრის გაფორმებას.

  4. 04

    ვმასპინძლობთ

    დათქმულ დროს მოგაწვდით, გავშლით და, საჭიროებისამებრ, სტუმრებსაც ვუმასპინძლებთ.

მომსახურების დონეები

ყველაფერი თქვენი კომფორტისთვის

მიტანა დათქმულ ადგილას, სუფრის გაშლა და გაფორმება, თუ სრული სერვისი პერსონალით — აირჩიეთ, სად სრულდება ჩვენი საქმე.

მიწოდება

ჩაო ქეითერინგის გუნდი უზრუნველყოფს ფურშეტის დროულ და უსაფრთხო ტრანსპორტირებას დათქმულ ლოკაციაზე, სპეციალური შეფუთვით, რათა გემო და ხარისხი უცვლელად მივიდეს თქვენს სუფრამდე.

  • დროული და უსაფრთხო ტრანსპორტირება
  • სპეციალური შეფუთვა
  • თქვენ მიერ არჩეული ლოკაცია

გაშლა და გაფორმება

ტრანსპორტირებასთან ერთად ვიზრუნებთ ფურშეტის პროფესიონალურად მოწყობაზე: ჩვენი ინვენტარით გავშლით სუფრას და გავაფორმებთ დახვეწილი კომპოზიციებით.

  • ყველაფერი მიწოდების პაკეტიდან
  • ინვენტარი და სუფრის გაშლა
  • გაფორმება დახვეწილი კომპოზიციებით
ღონისძიებები

რას აღნიშნავთ?

აირჩიეთ ღონისძიება — გაჩვენებთ, რომელი ფორმატი, მენიუ და მომსახურების დონე მოერგება მას საუკეთესოდ.

მდიდრული საქორწილო ფურშეტის გაფორმება ბათუმში; ღია ცის ქვეშ გაწყობილი სადღესასწაულო მაგიდები.საქორწილო ფურშეტი

ქორწილი და ნიშნობა

სტუმრების მიღებიდან ტკბილეულის მაგიდამდე — მენიუ, სუფრის გაწყობა და დეკორი ერთ ხელში, რომ თქვენ მხოლოდ დღესასწაულით დატკბეთ.

რეკომენდებული ფორმატისაქორწილო ფურშეტი
მომსახურების დონესრული სერვისი
მენიუს იდეები
  • კანაპე წითელი ორაგულით და კრემყველით
  • მინი ბურგერი ორაგულითა და კრემყველით
  • ბრუსკეტა სოკოთი
  • სეზონური ხილის დაფა
  • პანაკოტა ჭიქაში
ბათუმის გემო

აჭარული კერძები — ფურშეტის ფორმატში

ბათუმში ვმასპინძლობთ და ეს ჩვენს მენიუშიც იგრძნობა: აჭარული სამზარეულოს კლასიკა მინიატურულ ზომაში — ისე, რომ სტუმარმა ყველაფერი გასინჯოს.

  1. 01ფხალობიო მჭადზე
  2. 02ტკბილი სინორი
  3. 03ყაისაფა ხილით
  4. 04მინიატურული აჭარულები
  5. 05მჭადი კაიმაღით და ჩეჩილი ყველით
ტრადიციული ტკბილი სინორი ნიგვზით, ფურშეტის ფორმატში
მინი მჭადები ისპანახის ფხალითა და ბროწეულის მარცვლებით

„სტუმრები განსაკუთრებით აღფრთოვანებულები დარჩნენ დესერტებით და აჭარული სამზარეულოს თანამედროვე ინტერპრეტაციით.“

ანა ჩხაიძე · დაბადების დღე
გალერეა
საქორწილო ფურშეტის მაგიდა შოკოლადის ფონტანითა და დეკორატიული ყვავილებით
საქორწილო ფურშეტი ტერასაზე
ფურშეტი ღია ცის ქვეშ შოკოლადის შადრევნით და მარწყვით
ფურშეტი ღია ცის ქვეშ
ხილის კანაპეები პიტნის ფოთლებით ხის ლანგარზე
ხილის კანაპეები
ქათმის სალათის კანაპეები ხრაშუნა პურზე, ბროწეულითა და მწვანილით
კანაპეები ქათმის სალათით
შუ დესერტები ნაზი კრემით საზეიმო ფურშეტისთვის
შუ დესერტები
თხილეული დაწნულ კალათებში და ტკბილეული ფურშეტზე
ტკბილეული და თხილეული
სასმელების კუთხე ფურშეტზე: წვენები და ლიმონათები მინის დისპენსერებში
სასმელების კუთხე
გამოხმაურებები

რას ამბობენ ჩვენი სტუმრები

ჩაო ქეითერინგმა ჩვენი ქორწილის ფურშეტი დაამშვენა. დეკორაცია და სუფრის გაწყობა იდეალურად ერწყმოდა გარემოს. თითოეული დეტალი იყო გათვლილი, კერძები კი – ახალი და ძალიან არომატული. თუ გსურთ, რომ თქვენი ღონისძიება გამორჩეული იყოს და საკვების ხარისხზე არ ინერვიულოთ, ეს საუკეთესო არჩევანია ბათუმში.
ნინო ბოლქვაძეHR მენეჯერი · ქორწილი
დაბადების დღისთვის შევუკვეთე ქეითერინგი და მინდა აღვნიშნო, რომ კერძების მრავალფეროვნებამ და გემომ მოლოდინს გადააჭარბა. სტუმრები განსაკუთრებით აღფრთოვანებულები დარჩნენ დესერტებით და აჭარული სამზარეულოს თანამედროვე ინტერპრეტაციით. დიდი მადლობა Chao Catering-ს, რომ ჩემი დღესასწაული კიდევ უფრო გემრიელი გახადა!
ანა ჩხაიძეპროგრამისტი · დაბადების დღე
ახალი ოფისის პრეზენტაციაზე Chao Catering-თან ვითანამშრომლეთ და შედეგი იყო უნაკლო. ჩემთვის უმთავრესი პუნქტუალურობა და სტაბილური ხარისხია – გუნდმა ორივე კომპონენტში მოლოდინს გადააჭარბა. კერძების ვიზუალი და გემო უმაღლეს დონეზე იყო. ჩემი რეკომენდაცია მათ, ვისაც სჭირდება საიმედო პარტნიორი მასშტაბური ივენთებისთვის.
გიორგი მალაღურიაფილიალის მენეჯერი · ოფისის პრეზენტაცია
კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

მოკლე პასუხები იმაზე, რასაც შეკვეთამდე ყველაზე ხშირად გვეკითხებიან.

+995 597 51 25 38ვერ იპოვეთ პასუხი? დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ WhatsApp-ზე.

გამოგვიგზავნეთ ღონისძიების დეტალები — თარიღი, სტუმრების რაოდენობა და სასურველი ფორმატი — და 24 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებით შეთავაზებით, რომელიც თქვენს საჭიროებებსა და ბიუჯეტზეა მორგებული.

ყველა კერძის ფასი მენიუშია. შეკვეთაში აირჩიეთ მომსახურება — ჩემით წავიღებ, მიტანა, გაშლა და გაფორმება ან სრული სერვისი — და ჯამს მაშინვე ნახავთ. საბოლოო ფასს 24 საათში დაგიდასტურებთ.

მიწოდება — დროული და უსაფრთხო ტრანსპორტირება სპეციალური შეფუთვით. გაშლა და გაფორმება — ტრანსპორტირება, ინვენტარი, სუფრის გაშლა და გაფორმება. სრული სერვისი — ყველაფერი ეს, ერთჯერადი ჭურჭელი და პერსონალი ადგილზე მთელი ღონისძიების განმავლობაში.

ბათუმში, თქვენ მიერ არჩეულ ლოკაციაზე — ოფისში, სასტუმროში, საკონფერენციო დარბაზში, ტერასაზე თუ სახლში.

რა თქმა უნდა. აირჩიეთ კერძები ჩვენი მენიუდან — ან გვითხარით სასურველი ფორმატი და ბიუჯეტი, და დანარჩენს ერთად შევარჩევთ.

დიახ. მენიუში ბევრი ბოსტნეულის კერძია: კანაპე ბოსტნეულით, ბრუსკეტა სოკოთი, ბადრიჯნით და გუაკამოლეთი, მჭადი ისპანახით, ჭარხლით და გოგრით, სალათები ჭიქებში და სხვა.

დიახ — ინდივიდუალურად შეფუთულ, ჯანსაღ ლანჩ ბოქსებს ვამზადებთ ოფისებისთვის, ტრენინგებისა და გადაღებებისთვის — შეთანხმებულ დროსა და ადგილზე.

დაგეგმე ჩვენთან ერთად

გაიგე ფასი

გაგვიზიარეთ თქვენი იდეა და ღონისძიების დეტალები — სტუმრების რაოდენობა და სასურველი მენიუ. ჩვენი გუნდი 24 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებათ და მოგიმზადებთ თქვენს საჭიროებებსა და ბიუჯეტზე მორგებულ შეთავაზებას.

ტელეფონი+995 597 51 25 38WhatsAppმოგვწერეთ შეტყობინებაელ-ფოსტაcatering@hotelchao.geმისამართისასტუმრო ჩაო, ზ. გორგილაძის ქ. 75, ბათუმი

სწრაფი მოთხოვნა

ორი წუთი — და დანარჩენს ჩვენ მოვაგვარებთ.

პასუხი 24 საათში