ლანჩ ბოქსი საუკეთესო გადაწყვეტილებაა მათთვის, ვისაც აქვს ინტენსიური სამუშაო დღე ოფისში, გარე გადაღებები, ტრენინგი თუ სხვა აქტივობა, რომელიც მაქსიმალურ მოქნილობას მოითხოვს. „ჩაო ქეითერინგი“ გთავაზობთ ინდივიდუალურად დაფასოებულ, ნოყიერ და უგემრიელეს მენიუს, რომელიც სრულად არის მორგებული თქვენს დღიურ განრიგსა და ინდივიდუალურ მოთხოვნებზე.
ჩვენი ლანჩ ბოქსები აერთიანებს მრავალფეროვან არჩევანს: ნოყიერი სენდვიჩებიდან და ჯანსაღი სალათებიდან დაწყებული, ხილითა და ჩვენი საფირმო დესერტებით დამთავრებული. თითოეული ბოქსი მზადდება უახლესი ინგრედიენტებით და იფუთება ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით, რაც გარანტიას გაძლევთ, რომ მიიღებთ უსაფრთხო და ხარისხიან პროდუქტს იქ, სადაც დაგჭირდებათ. „ჩაო ქეითერინგი“ ზრუნავს, რომ თქვენი სამუშაო დღის სადილი იყოს სწრაფი, კომფორტული და რაც მთავარია გემრიელი.
ჩვენი მომსახურება მოიცავს:
ოპერატიულ მიწოდებას: ინდივიდუალურად დაფასოებული ლანჩების ტრანსპორტირება დათქმულ დროსა და ლოკაციაზე;
პრაქტიკულ სერვირებას: სრულად მომზადებული, კომპაქტური და ესთეტიკური შეფუთვა მოსახერხებელი მირთმევისთვის;
მოქნილ პაკეტებს: ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებული მენიუ, რომელიც ზრუნავს თქვენი გუნდის ხარისხიან კვებაზე.
