ფურშეტი საუკეთესო არჩევანია კორპორატიული საღამოებისა და პრეზენტაციებისთვის, გამოფენების, იუბილეებისა თუ სხვა კერძო ზეიმებისთვის. თუ გსურთ ღონისძიება იყოს განსაკუთრებული, დასამახსოვრებელი და ლამაზი, ჩვენი გუნდი უგემრიელეს მენიუსთან ერთად, თავად შექმნის სუფრის მთავარ ვიზუალურ გაფორმებას.
მასშტაბური ფურშეტების შექმნისა და სუფრის მოწყობის მრავალწლიანმა გამოცდილებამ — ოფიციალური მიღებებიდან მრავალრიცხოვან საზეიმო ქორწილებამდე ჩვენს გუნდს მისცა თავდაჯერება, ნებისმიერი იდეა რეალობად აქციოს და გახადოს თქვენი დღე დაუვიწყარი. ჩაო ქეითერინგი ინდივიდუალური მიდგომით, დახვეწილი ვიზუალისა და გამორჩეული გემოს სინთეზით, თითოეულ ღონისძიებას უნიკალურ ხასიათს სძენს.
ჩვენი მომსახურება მოიცავს:
მიწოდებას: უსაფრთხო ტრანსპორტირება სპეციალური შეფუთვით, რათა გემო და ხარისხი უცვლელად მივიდეს თქვენს სუფრამდე;
გაშლასა და მომსახურებას: სუფრის პროფესიონალურად მოწყობა და ღონისძიების განმავლობაში პერსონალის მიერ სტუმრების გამასპინძლება;
სრულ სერვისს: ტრანსპორტირების, სერვირებისა და გაფორმების ერთობლიობას, საკუთარი ჭურჭლითა, ინვენტარითა და დეკორით, რაც უზრუნველყოფს თქვენი დღესასწაულის სასიამოვნო მსვლელობას.
დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუკ ან ინსტაგრამ გვერდზე.






