შესვენება ყავაზე ნებისმიერი საქმიანი შეხვედრის, კონფერენციის, ტრენინგისა თუ სემინარის განუყოფელი ნაწილია. თუ გსურთ, თქვენი პაუზა იყოს პროდუქტიული და სასიამოვნო ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, „ჩაო ქეითერინგი“ უზრუნველყოფს სრულ სერვისს — საკვების მიწოდებითა და სუფრის გაწყობით დაწყებული, პროფესიონალური მომსახურებით დამთავრებული.
ჩვენ ვიზრუნებთ, რომ თითოეული ყავის შესვენება სტუმრებისთვის ახალი ენერგიისა და სასიამოვნო კომუნიკაციის წყაროდ ვაქციოთ. „ჩაო ქეითერინგი“ გთავაზობთ სენდვიჩების, კანაპეების, სხვადასხვა ფინგერ-ფუდისა და რაც მთავარია, უგემრიელესი დესერტების მრავალფეროვან ასორტიმენტს, რომელიც თქვენს საქმიან დღეს სტუმრებისთვის ენერგიის აღდგენის და განწყობის ამაღლების საუკეთესო საშუალებად აქცევს.
ჩვენი მომსახურება მოიცავს:
დროულ მიწოდებას: პროდუქციის ტრანსპორტირება დათქმულ ლოკაციაზე ხარისხისა და ტემპერატურის დაცვით;
სერვირებასა და მომსახურებას: ყავის კუთხის მოწყობა და პერსონალის მომსახურება მთელი შესვენების განმავლობაში;
კომპლექსურ მხარდაჭერას: ინვენტარით, ჭურჭლითა და მრავალფეროვანი მენიუთი უზრუნველყოფა მაქსიმალური კომფორტისთვის.
ჯანსაღი და ნოყიერი ასორტიმენტი
„ჩაო ქეითერინგის“ ყავის შესვენება გამოირჩევა ნატურალური ინგრედიენტებით. ჩვენ მუდმივად ვანახლებთ ჩვენს რეცეპტებს, რათა შემოგთავაზოთ როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე გასტრონომიული გადაწყვეტილებები. თუ გსურთ იხილოთ ჩვენი ნამუშევრები, გადადით გალერეის გვერდზე.
დაგვიკავშირდით დღესვე და დაგეგმეთ საუკეთესო ყავის შესვენება თქვენი გუნდისთვის!

